შუალედი - დან - მდე
 
 


შეხვედრა


აღარ არის ის ჭალები,
ის მდინარე, ის სანავე,
გზნებით აღარ ვიმსჭვალები
პირველ გაცნობისთანავე.

მაინც ძველთან შედარებით
ცის და მიწის შეზავება,
მოგონების ნეტარებით
ჩემს გულს ენათესავება.

კვლავ მომესმის ეგ ხმა ტკბილი:
„დაჰკარ გრძნობით დაირასა,
თუ ხარ საქართველოს შვილი,
ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა!“