შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მტევანი, ვაზის ჯვარი...


მტევანი, ვაზის ჯვარი -
ოხვრა ჩემი მამულის,
ტირის ვაზი ობოლი -
მცნობი გზის მეწამულის.

მასში დღისა და ღამის
ისახება მარადი -
სევდის, და სიხარულის
საიდუმლო ბარათი.

დღეს, როს შავი ღრუბელი
მშობელ მხარეს ჰფენია,
მაგრამ მომავლის შვება
ვინ უწყს, რაოდენია?

ამღერდება სხვაგვარად
ტყვიებით დანახვრეტი
მტევანი, ათასწლის წინ
ქვისგან გამონაკვეთი!