* * * ამიერიდან: ვიყო მე მკვდარი...
ამიერიდან: ვიყო მე მკვდარი, გდებული სადღაც და
საძრახელი,
თუ ამ საზიზღარ ჭაობებიდან ვერ გავიტანო -
ჩემი სახელი.
ვიყო ნაცარი - ვიყო ავდრისგან
ტალახად ქცეულ ნაცრის სანაცვლო,
თუ იერიშად გადმოსულ მტრების
აღფრთოვანება არ გავანაცრო.
თუ მტრების გულს არ დავადგი ფეხი
ჩემებურ რისხვით, მხნედ და იოლად -
მხნედ და იოლად. იოლად და მხნედ -
თუ არ ვქნა: დედა შემერთოს ცოლად!