შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არ ვარგა ოთხმოცი გრადუსით გადახრა...


არ ვარგა ოთხმოცი გრადუსით გადახრა,
ცოცხალი ცხოვრება არ უნდა გადახრა,
არ უნდა იფიქრო, მე ვარ და ნაბადი,
ყველაზე ძლიერი ქვეყნად დანაბადი.
ეხლა სთქვა: არ ვარ ცა, არ ვარ ზღვა, არ ვარ გა,
ეს ქცევა მიწისა არ ვარგა, არ ვარგა.