შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მეუბნებოდენ, იქ ვერ მოხვდები...


მეუბნებოდენ, იქ ვერ მოხვდები,
გაგსრესენ, დადექ, შენთვის იყავი.
მაგრამ ჩემთვის დღე რა იქნებოდა,
რომ დარბაზში არ შევჭრილიყავი?

როგორ მოაწყდა ოპერას ტალღა,
რა ხალხი გახლდა, რა ძლიერება.
შევხედე მგოსანს! ჩემთვის ეს იყო
უუდიდესი ბედნიერება!