შუალედი - დან - მდე
 
 


მეზღვაურები ტფილისში


უხელუფეხოს და მაწანწალას -
ვხედავ არმიას მე უზარმაზარს -
შავ ზღვაზე ომი არ დააცალეს
და სტალინისას მოაწყდენ ბაზარს.
მათი თავპირისმტვრევით გინება
ეხლა არავის აღარ აშინებს,
აქ ირონია და მოთმინება
გლეხს გააღიმებს და გააჯინებს.
ეხლა ისინი ესხმიან ერთურთს -
კიბემდე მიდის აყალმაყალი,
გაისმის რუსის ქალების: ღმერთო!
და შემოდგომის ცაა მაღალი.