შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქალი მეგრელისათვის...


ქალი მეგრელისათვის
არა მარტო ქალია,
იგი მისთვის იაგუნდი,
ზურმუხტი და ლალია.
ძვირფასს აცმევს და ახურავს,
ეს იმისი ვალია,
ანებივრებს, უალერსებს,
მხოლოდ მისთვის სცალია.
ზრუნვა - საქმის დაფიქრება,
ეს რა ქალის ვალია?
ქმარია ის, ვისი ცოლის
ეშხით ყველა მთვრალია.
თუ მეგრელი ხშირად შრომით
ტყავია და ძვალია,
არ აცვია, არ ახურავს,
და მშიერ-მწყურვალია.
მისი ცოლი, ქალიშვილი
ვარსკვლავების ცალია,
დილიდან და საღამომდე
იმათი ციალია.
ცეკვისა და სიმღერის
და კისკისის ალია,
ან ასული ხელსაქნარი,
ქსოვა-ქარგვა, მალია.
ასე მოდის ძველადანვე,
იგი არ ახალია.
მეგრელი ქალს არ შეირთავს,
თუა ჭკუა-მალია.
ქალისათვის სილამაზე
ერთადერთი ხმალია.
თუ მზითვებით მდიდარია,
უკეთესი ძალიან.
თუ არა და არა უშავს,
რა ვქნათ, მოსავალია!
ბავშობიდან - ვაჟებს ქუჩა,
ქალებს ოქროს გალია.
ქსოვა წინდის, დარაიის,
კერვა, რეცხვა, დაკერება,
ბოსტანი და იხვ-ქათამი,
............................................
მიტომაა, სხვასთან შრომის
რომ რცხვენია ძალიან.
რომ შეხედავ ქალს სარეცხთან -
გარბის; ის შემკრთალია.
რამეს ჩუმად თუ აკეთებს,
მორცხვობს, იდუმალია.
ეს არ არის კარგი საქმე,
შრომა - მომავალია,
შრომა - ახლად ასაგები
ქვეყნის მტკიცე ძვალია,
მისი ხერხემალია.