შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვაიმე...


ვაიმე,
ვაიმე,
ქვეყნად კიდევ გამახარებს
ნეტავ რაიმე.

გიცქერი,
წვალებით,
რად არ მწყალობს თაფლისფერი
შენი თვალები;

განურე
უცება -
შენი ადამიანური,
მოლაქუცება.

ნაწამი,
სათიბი,
შენი წარბი და წამწამი,
შენი ქათიბი!

ჭალებში
ჩერება,
შენი დგომა და თვალებში
შემოჩერება!

დღისათვის
ლაჯება,
მთვარიანი ღამისათვის
დადარაჯება.

მიყოლი
გმირობა,
მერე ხალიჩაზე წოლა
და ნებივრობა.

უნებო
სკოკრატი,
შენი ჩვევა და ბუნება
არისტოკრატის.

ვაიმე,
სად მიხვალ,
სადაც მიხვალ, გენაცვალე,
რად არ წამიყვან...

ესმება
სიმთ ჟღერა,
არასდროს არ მომესმება
შენი სიმღერა.