შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სტალინის დროშა დადგინდა...


სტალინის დროშა დადგინდა,
თუ არ შევსწირეთ მას ძალი,
თავი ცოცხალი რად გვინდა,
რად გვინდა თავი ცოცხალი!

ასწი მკლავით და გონებით
ხუთწლედიანი ტონები -
წარსულის გამოყენებით -
ახალის გამოგონებით.

ხელდაკრეფილი და მუნჯი
მოწმე არავის სჭირდება,
აკტივობაა საუნჯე,
როს მტერი აგიხირდება.