შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იფრინე, ფრთა მოიღერე...


იფრინე, ფრთა მოიღერე -
მიჰყევ სიმღერებს ანარჩევს,
რომ გადაედოს სიმღერა
მსოფლიოს ნაწილს დანარჩენს.

ან შენი ტოლი ვინ არი?
დალეწილი გაქვს ხუნდები.
წამით ნაბადით მფრინავი
მთას თვითმფრინავით ბრუნდები.

იფრინე! შენთვის ღიაა
სივრცე, მშვენიერ ფერებით.
ცხოვრება უხვი ბაღია
აღსავსე ბედნიერებით.