სამშობლოს იქით
და ჩემს სამშობლოს იქით კი -
სად შრომის ადევს ბორკილი,
სად შეუბოჭავს ვით ქვითკირს
მისი სიცხადე და ძილი.
სად აზრი, გრძნობა, ფიქრები,
შავს კლანჭებშია ქცეული,
სადაც ლამაზი ფერები -
მახინჯია და სნეული.
სად ბატონობა მონობის -
ბარიკადებზე მტევრები
სრიალებს მილიონობით
პირბასრი ხანჯლის წვერები.
სად ყალხზე მდგარი ქვეყანა
ომშია გადაჩეხილი.
უკმარობაა ყველგანა
მძაფრი გრიგალის ტეხილი.
მოდიან ლეგიონები -
მედგარნი, გულმხურვალენი.
მთელის გრძნობით და გონებით
გაიძახიან: სტალინი!
სტალინი ქვეყნად იმათი
დროშაა - ტიტანიური,
როგორც მსოფლიო იმედი,
როგორც სიმბოლო მზიური.