შუალედი - დან - მდე
 
 


აკადემია


აკადემია - მშვენიერი ვით ძლიერება,
ცხოვრების ზღვაზე მიმავალი ცოდნით გემია.
რაა მსოფლიო მოვლენების აზრი, ცხოვრება,
ყველაფერს იკვლევს დიდებული მეცნიერება -
მზეთ მოძრაობა თუ ატომთა ნაკადებია.

ვთქვათ: უმცირესი, უმნიშვნელო რამე თხემია,
ინტეგრალიდან ათამდე თვლის - ღირს შეფერება.
წარსულის, აწმყოს, მომავალის მზით იფერება
                                 აკადემია.
მშვიდობა, წინსვლა, მიღწევებზე არ შეჩერება,
შევქმნათ კომუნა და ჩვენ ვიტყვით: რა ედემია!
დიდებულ სტალინს კვლავ უსურვებს ბედნიერებას
                                აკადემია.