შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აგერ ყანა გაიშალა...


აგერ ყანა გაიშალა,
ღელვა ლურჯი ტილოსი,
სიმინდისთვის, იონჯისთვის
დაამზადეს სილოსი.

ურმებიც ხომ ურმებს მიყვა
და ფაეტონს კარეტა,
დაჰკრა ფეხი და მოცხრილა
გმირმა საზღვარგარეთა.

შეცვლილია იმის შემდეგ
ფერი არემარეთა,
ღობე-გორაც აიყარა:
ფართედ გაიარეთა.