შუალედი - დან - მდე
 
 


ლომი, კბილებში ხარით


ღობესთან იდგა ბრგე ჯორა-ხარი,
მაგარი კისრით, ბუღრობის მდომი,
როცა უეცრად ქარივით ჩქარი
უზარმაზარი დააცხრა ლომი.
ღობე გორაზე იყო მაღალი,
ლომისთვის რაა მუხა, ჯავართა,
ერთი ნახტომით ამ სიმაღლეზე,
კბილებში ხარით, ის გადავარდა.
რა საჭიროა ლიტერატურა,
ან გაგრძელება ამბის, მითხარით,
თანამედროვე რას შეძლებს ტურა,
რომ გადავარდეს ხახაში ხარით!
მაგრამ მე ვნახე: ძირს ნიადაგი
რომ გამოსცლოდა, როგორც ფანტომი
ბღავილით სძრავდა ჰაერს ჰაერში,
გემზე ბაწარით აჰყავდათ ხარი.