შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გახსნა ზეცამ ღრუბელი...


გახსნა ზეცამ ღრუბელი -
ელვა ვარდისფრად ინათებს
და სხივი თავისუფალი
არეებს აათინათებს!

მიწა შეჰხარის ძვირფას სხივს -
მისით ხმაურობს ბუნება
და ისმის ჩვენი შავი ზღვის
მედგარი აგუგუნება!

ვერ მოსპონ და ვერ სძლიონ ის -
ურყევი სიმაგრეები -
გახსოვდეს კავკასიონის -
გამძაფრებული დღეები.

ეგონა - მთებს მოდაისეს
აიღებს - ჯიბეს ჩაიდებს,
ძლიერ უბრალოდ - და ისე,
რომ არც კი იმუყაითებს.