შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ ძლიერ, ძლიერ გვეცოდები!..


შენ ძლიერ, ძლიერ გვეცოდები! თვითეულ ჩვენგანს
დღეს რაც ღონე და საშვალება რამე გვექნება,
მას არ დავზოგავთ! საცოდავო! თუ არა მაშინ,
მზე გაგვწყრომოდეს! თუ არა და ჩვენის შეტყობით,
რაც კი სიმტკიცე გვქონდეს, იმდენ გვწყალობდეს ის მზე -
გვფარავდეს ის ცა ჩვენ, ჩვენს მოდგმას, ჩვენს ამხანაგებს.