შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვაშა იმ პოეტს...


ვაშა იმ პოეტს, ვისაც ბეჯითი,
არ გამორჩება ეპოქის ქაფი -
და სამუდამო არის ბეჭედი,
ყოველი ფერი, ყოველი ძაფი.

ერთხელ გაგვიწვევს დრო ულმობელი
და დაივიწყებს მთელს ჩვენს თაობას.
დარჩება მხოლოდ ჩვენი ლექსები,
რჩეული სხვადასხვა ეპოქებად.