შუალედი - დან - მდე
 
 


* * * კვნესდა რუსეთში საწყალი გლეხი...


კვნესდა რუსეთში საწყალი გლეხი,
თვითმპყრობელობის უღელ ქვეშ კვნესდა,
გერმანიაში მეფე უკმეხი
მუშებში ტყვიებს და შრაპნელს სთესდა.
მაგრამ ჩვენ გვაზის თავზე ჯენტლმენი,
დიდ ბრიტანეთის კარგი ჯენტლმენი,
შეყვარებული ღვთისგან ჯენტლმენი -
მჯობნი უკეთესთ და უკეთესთა.

შრომობდა ჩვენი დედა და მამა,
და პაპისპაპაც შრომოდა ძველი,
მათ ახსოვთ, როგორც ოცნება რამა,
მოსავლიანი მრავალი წელი.
და მტაცებელი, ხარბი ჯენტლმენი,
შემჭმელ-შემსმელი, ჩვენი ჯენტლმენი,
პატიოსანი ჩვენი ჯენტლმენი -
გაჩნდა; მოგვპარა ჩვენი ტყე-ველი.

დაისაკუთრა ჩვენი სოფელი,
სადაც არ უხნავს, არც უთესია.
მიგვყარა ქარხნებს; და ჯანმრთელობა,
დაგვაკარგვინა, როგორც წესია.
სამაგიეროდ მარჯვე ჯენტლმენი,
მაღაროების მქონე ჯენტლმენი,
კაპიტალისტი იგი ჯენტლმენი...