შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქრიან ცეცხლის ბუგრები...


ქრიან ცეცხლის ბუგრები
ქვეყნის გულით გულამდე
და მე მას ვემუქრები:
დასცხრეს სინანულამდე!

ცოტა დარჩა - გულამდე,
ცუდი დავიშორე-რა -
ის - თრთის სინანულამდე..
მე - მისი ვარ: ქიმერა.