შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მე ისევ იგი...


მე ისევ იგი, მეგობრებო, ვარ ახალგაზრდა,
ნათელი სახის, გულუბრყვილო, უცებ დამჯერე -
ვდგევარ მშვენიერ ზედაზენის მწვანე მაღლობზე
ბავშებთან ერთად, გულუბრყვილო ბავშებთან ერთად.

ისინი, ვიცი, დამცინიან, მართლა ბავშები!
მე ხომ პოეტის მოუსყიდველ სახელს ვატარებ.
მაცვია ისევ დაგლეჯილი ძველი ხალათი,
უქამროდ, როგორც უბინაო პოეტს შეფერის.
არა იმიტომ, რომ მკითხველს აქ მოადგეს ცრემლი,
მახურავს ჩემი ძველებური შავი ფაფახი,
რომ დაიფაროს დროთა ვერცხლი, ჩემი ჭაღარა.
გაშლილი არის ჩემი შუბლი კვლავ, მეგობრებო.

კვლავ იგივე ვარ, უცნაური, რაღაც მშიშარა,
იმნაირადვე სასაცილო, იგივ მასხარა.