შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გავიხედე, რას შევხედე...


გავიხედე, რას შევხედე,
ჩიტი იჯდა სინაზე.

ზემოთიდან წამოვედით
მე და ერთი შაირობით.

ხელოვანთა სასახლეში
ატყდა აყალ-მაყალი:
„მამაშენი პატარაა,
მამაჩემი მაღალი,
ჩემს მზახალსაც ვერ აჯობებს
შენი უშნო მზახალი,
ბიცოლაშენს შეჩენია
ბიძაშენი ბაყალი“.
ამნაირი დისკუსიაც
ძველია, არ ახალი.