შუალედი - დან - მდე
 
 


ძმაო ვასო!


მეთორმეტე საუკუნეს
კრიტიკოსი არ ჰყოლია,
მაგრამ შოთა დავიწყების
ბუნებას არ გაჰყოლია.

უნდა ითქვას, არც ეხლაა
შენნაირი კრიტიკოსი:
ვარსკვლავი რომ მზე ჰგონია
და ხავერდი - ფილდიკოსი.

ვერავინ ვერ გაარკვიოს,
ვინ მცირეა და ვინ მეტი -
არავის რომ არ ეწყინოს,
შემოვიღოთ ალფაბეტი:

ან-ბან-გან-დონ-ენ-ვინ-ზენის
წინააღმდეგ არვინ წავა:
თავში მოხვდეს ა-ბაშელი
და ბოლოს კი უ-ბილავა.