შუალედი - დან - მდე
 
 


ლექსი ფორმალიზმის შესახებ


დიდყურაანთ ნაშიერი ვარდს და იას
ბულბულებრივ უსტვენს გმირულ ტია-ტიას

და ბაღიდან განდეგილი სტვენს „ბულბული“:
ისმის მისი მხნე ფულფულფულ! ფულ-ფულ-ფული!

და ორთავეთ თანაბრდება - მჭიდრო მწკრივი,
ფიზიკური, ზნეობრივი, გონებრივი,

ფორმალიზმის თანადროულ სულის, გულის,
დიდყურაანთ მომღერლისა და ბულბულის!

მაგრამ არის ამ კონცერტში სრულხმოვანი
ლეონიძე, ჩაჩავა და ჩიქოვანი.

მომსმენელი ამ ჰანგისა განა სტყუის:
გაიძახის: ფუფუ, ფუფუს, ფუი-ფუის.