შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მებრძოლს მიტაცებს ზღვა უდაბური...


მებრძოლს მიტაცებს ზღვა უდაბური,
თვითონ მის ფრთებში არის გრიგალი,
თავით გაკვეთა ღრუბლისაბური
ავიოს რიგი და ირმიგალი.

მივეჩქარები და მეჩვენება:
უფრო სიჩქარით მიქრის ხომალდი:
ნახვამდის, წყევლავ და შეჩვენება,
გემშვიდობები ახალ ბრძოლამდი!