შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ფარჩად და შალითად...


ფარჩად და შალითად
ბრწყინავს მარგალიტად -
და ქმნის ისტორიას -
ხრამი - მაგალითად.

ეხლა მჯობნის-მჯობნით -
სავსეს უნიჭობით -
გააქვს თავხედობით,
გააქვს ძმა ბიჭობით.

ნისლი თუ სიცხეა,
წყალი თუ სისხლია,
ძმობა თუ ზიზღია,
რაა ურიცხვობა?
საქმე ხარისხია.

ბზა თუ ვარდის ხეა,
რიცხვთან უმთავრესი
მაინც - ხარისხია.