შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მსოფლიო გზებზე სხივთა მფენელო...


მსოფლიო გზებზე სხივთა მფენელო,
ჩემო სამშობლო, თვალუწვდენელო,
ჟღერს შენი თუჯი, ფოლადი, რკინა,
კაცთა ურიცხვთა დიადი ბინა.
ყანაც იმისთვის ბიბინებს განა,
რომ მიიტაცოს რაიმე თანა?
არა! მან ყველა საზღვრები იცის,
ყველას თანაბრად გრძნობს სივრცე მიწის!
არა შეუვლენ ურთიერთ შორის,
არ ვავიწროებთ ერთი მეორეს,
არ ვიმუქრებით ომით და რბევით,
კმაყოფილი ვართ ჩვენი საზღვრებით.
კაცთა ნათესავს ყოველს მკობილი
შემსგავსებული გვაქვს სამყოფელი,
არც მიწერილი ვართ ზღუდეთ თანა,
საზღვართ ძეგლი რომ არ სდგას ჩვენთანა,
თავისით მკვიდრი და უმჯობესი
თვითეულ ერს აქვს, აქვს რამე წესი,
რით არ ვართ ღირსნი მიბაძვის, ქების?
ჩვენ ახალი მზე შევქმენით გზნების,
რბევის რას არგებს ხალხთ ჟრიამული?
არა! მშვიდობას ითხოვს მამული.
და იმნაირი სივრცე გვაქვს, რომა,
ვერც ცეცხლის ანგრევს, ვერც ქარის წყრომა.
ასე მსოფლიო მიჰქრის და მოჰქრის
მარად მგზნებარე ალი ოქტომბრის.