შუალედი - დან - მდე
 
 


ხალხური მოტივებიდან


გიორგის, ჩვენს ბატონიშვილს, თავი უკვდავი ეგონა.
ოდეს წასულა საომრად - იქ ლხინში თავი ეგონა.
ას-ასი ტყვია მკერდს მოხვდა - თხილის კაკლები ეგონა.
გადმოსკდა ღვარი სისხლისა - ოფლის ნაკადი ეგონა.
ფიცარზე რომ დააწვინეს - თავის ჩარდახი ეგონა.
კუბოში რომ ჩააწვინეს - მისი ოთახი ეგონა.
დაჰხურეს კუბოს ფიცარი - მისი საბანი ეგონა.
დასამარხავად მიჰყავდათ - ამან-ამანი ეგონა.
დაიწყეს რეკა ზარისა - აღდგომის წირვა ეგონა.
საფლავში რომ ჩაასვენეს - თავის მაჩუბი ეგონა.
ზევიდან მიწას აყრიდენ - მას ნელი წვიმა ეგონა.
გარს ჭია-ღუა ეხვია - თავის ცოლშვილი ეგონა.
გველი რომ ყელზე ეხვია - ცოლის მკლავები ეგონა.