შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ფორთოხალს ვზრდიდეთ...


ფორთოხალს ვზრდიდეთ ჩვენ მოფერებით;
იგი მტრისათვის ხილი კი არა -
ასაფეთქებელ ნივთიერებით -
დამძიმებული არის ყუმბარა.

ვიბრძოლოთ სათუთ მანდარინისთვის;
ეს სიამაყე ჩვენი ტყე-ველის -
დაუნდობელ და მოსისხარ მტრისთვის -
სულ ტყვიებია ტყვიამფრქვეველის.

ლიმონის ტოტი ავსწიოთ მაღლა -
მისი გზა დიდი დღეს იმითია
შესანიშნავი, რომ იგი ახლა
მტრისთვის, მართლაც რომ, დინამიტია.