შუალედი - დან - მდე
 
 


* * * კავკასის მთები...


კავკასის მთები. ვერთობი
ალპიურ ველით. არც ყინავს.
თოვლიანია ფერდობი.
ჩადის ფერდობი და ბრწყინავს.

სვანმა გაშალა ნაბადი,
დაენდო და მისრიალებს,
ქვევით მიღელავს ნაკადი,
ზევიდან ზეცა კრიალებს.

შეთანხმებულან კლდე-ზვავნი,
უშბა, კოშკები და ლილე,
იმღერის მფრინავი სვანი:
მისი მზე და სიყმაწვილე!

ნაბადი ფრინავს და გუდა,
არ ხვდება არა-რა სამნად.
არ მიაჩნია ცა ქუდათ
და დედამიწა ქალამნად.