შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ო, ჩემო ლექსო!..


ო, ჩემო ლექსო! როს წვეულება
             დაგიწყებს კითხვას,
ერთი ძვირფასი გაქვს ჩვეულება:
            აღელვებ დიდხანს.
შენში ხან მქუხი და ხანაც მშვიდი,
            ფეთქს გრძნეულება...
ასეთი კარგი, ასეთი დიდი
            გაქვს ჩვეულება!
არის ოჯახი, სადაც ჯერ კიდევ
            არ არის ომი,
მაშინ ვიგრძენი შენი სიწმინდე -
            როგორც ფანტომი.
გადმოკრიალდა ანკარა სარკე
            ლაჟვარდ წყაროთა -
მთელი ცხოვრების ვგრძენ სიავკარგე
            და მიხაროდა.