შუალედი - დან - მდე
 
 


* * * როგორც ხის რტოებს აპრილის დღემდე...


როგორც ხის რტოებს აპრილის დღემდე
ჩამოშორდება თოვლი და ყინვა,
ქვეყნის ხელახლა აღდგენის შემდეგ,
გადაიშალა გულიდან გმინვა.

ახალ ცხოვრებას ვაწყობდით ახლად,
და ეს დაწყება თუმც იყო ძნელი,
ისევ დაიწყო სიმღერა ხალხმა:
„ეს არის ბრძოლა უკანასკნელი“.

მხარეს უცებ ვერ გადააკეთებს
სხვა ვერა ძალა, ვერარა ნიჭი,
უეცრადა ცვლის მიწის ნაკვეთებს
რევოლიუციის მტკიცე ნაბიჯი...

ყველაფერს შესძლებს ადამიანის
გულდადებული შრომა და სწავლა...