შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რომ გაუყვე გზას...


რომ გაუყვე გზას,
სადაც სავალი
ძველი ევროპის
მზის უდაბნოა,
ლურსმნებზე, რაიც
ასე მრავალი
ცხოვრებამ გზაზე
მიმოაბნია -

მიწისა და ხის
ოთხკუთხი ფორმა
გზაჯვარედინზე
თითქო გადიქნა.
შენ დაიკვნესებ:
მიველ! როგორმე!
და დაამატებ:
ოჰ, როგორც იქნა!