შუალედი - დან - მდე
 
 


ვიკტორ გიუგო


რომ მტერს პასუხი მიუგოს -
ძალუძს მარტოდენ - ჰიუგოს.

ძეგლი - პარიზში რომ ვნახე,
არ მავიწყდება ის სახე.

ვით დავივიწყო ის წამი:
ის პერლაშეზი, ნოტრ-დამი,

შენ ცოცხალი ხარ, ქვავ, ლოდო,
ქიმერავ და კვაზიმოდო.

საყვარელია აგეთი -
ის მხარე, ის საფრანგეთი.

მხატვარი, ბევრის მხედავი,
(მალრო! სადა ხარ ნეტავი!)

დღევანდელი დღის ეს კინო...
რა კარგი არის, ო, ნინოვ.