შუალედი - დან - მდე
 
 


ურმის მარტოობა


წისქვილისკენ ტივტივას
ურემს მიაქვს ხორბალი,
ღერძი გატყდა! და ძლივას
მიდის ცალი ბორბალი.

რომ ბედი არ გქონია,
რომ მწარედ დაიჭერი,
მგლის ქვითინი მგონია,
თუ მიტომ არ გიჯერი?

სტირი განაპირებას,
გახრჩობს ცრემლთა ჩქერება,
მაგრამ მგლის ატირებას
როსმე დაეჯერება?

ცრემლი სხვისი გემართა,
სხვისი ოხვრა გსმენია,
ეხლა აქ დაგემართა,
რაც იქ ჩაგიდენია.

ვით არ მესხვანაიროს,
შენი ძველი ჭრიალი,
როს ავტოს და ჰაეროს
გზებით მიდის გრიალი?