შუალედი - დან - მდე
 
 


პირველი მერიდიანი


გულიდან გულმა გაგიყოლიოს,
პირველი ჰპოვე მერიდიანი,
მიებჯინება იგი პოლიუსს,
სადაც ვარსკვლავი ელავს მზიანი.

და ამ წუთების ქარში მრავალში
ვინ დაინანოს გზანი ჰუნენი.
იქ წარსულშია და მომავალშიც
იმუქრებიან საუკუნენი.

უხვმა მემკვიდრემ მარად მქებელი
უნდა დაფანტო სისხლივით ლხინში
ბრძენი, პოეტი, მქადაგებელი,
განძი, დახშული გულში და ტვინში.

დაე, მაგ სისხლით იპოვონ სველი
ქაოსი მიწის, არ იღუპები,
კვლავ გამოჩნდება ველად ძუ-მგელი,
რომ ძუძუებით ზარდოს ტყუპები.

ვინ მოგაშორებს მიწას ძალებით?
ყველა მზეების გაწყდება ძაფი -
სივრცეში ქარით და გრიგალებით
სანახავებათ გადანაზრაფი.

ხმალს ზენიტიდან ვიდრე ნადირად
გჭრის, ელოდები შხამიან-წარბას
და შეღამებულ მარადის პირად
უკვდავებაში ვპოულობ დარბაზს.