შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჰაერიდან თუ რკინიდან...


ჰაერიდან თუ რკინიდან
ალი მოღვივის ფერადი,
ლექსებს ეცემა მინიდან
ნათელი ათასჯერადი.

მოლივლივებს და ითლება
სხივტეხილების ფენობა.
ხალხის არ გამოითვლება
სიმღერათ რაოდენობა.

იმათი რაოდენობა
ვარსკვლავთა რიცხვს თუ ედრება,
ჩვენი ქუჩა და შენობა,
ანთება, გადათეთრება.

და თუ რომ მტერი ფიცხელი
გადიტბორება ღვარებად,
ჩვენი ლითონის სიცხელის
შეხვდება გავარვარება.

მაგრამ დრომ სახეკდემობის
მტერს მოაშორა ნიღაბი -
რომ დაგველეწა დემონის
ენერგიული ნიკაპი.