შუალედი - დან - მდე
 
 


მარტოობა


ორმოცდა ხუთ მაისიდან
ვისი, და ან რაისი,
მე არ ვიცი, მხოლოდ დამრჩა
ერთად ერთი მაისი.
იგი ეხლაც, ეხლაც ისე,
როგორც სიჭაბუკეში,
დარჩენია მხოლოდ ერთი,
ერთად ერთი ნუგეში.
ვერ გავწირე, არც გამწირა,
თავიც ვერ მოვიკალი
და თან მდევდა, მხოლოდ ერთი,
ერთად ერთი გრიგალი.