შუალედი - დან - მდე
 
 


ეკლის ხეები


სულ წინად ამ ადგილს
ხარობდი, ეკლის ხევ!
რაღაცა ველური,
რაღაცა ნადირი.
და შენს ჩრდილს მოადგა
სხვა ზიზღი და სიცხე -
რკინის გზა გველური
და დებარკადური.
ნახევარ გლობუსით
ცაა თაღოვანი,
აწ შენი ტოტები
სიკვდილის ფერია,
მარჯვნივ - ავტობუსი,
მარცხნივ ახოვანი
სვეტები სიცოცხლის
სინათ არტერია.
აწ ერთი ნუგეში,
ეკლის ხევ, გშთენია:
მიმავალ პოეტთა
ტომები ვეება -
შხამიან უბეში
მხრჩოლავი გენია,
არეს რომ მოედო:
სულ ეკლის ხეებად!