შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ორიანტში ამას წინად...


ორიანტში ამას წინად
ყვავილები იდგა ზვინად,
ხმაურობდა უცხო ჯაზი,
პიეროთ და კოლომბინათ.
ამ ხმობაში მე არ ვჩანდი,
ვიყავ ჩემთვის, როგორც ლანდი:
მეტისმეტად ხმაურობდა,
ხმაურობდა ორიანტი.
დილა იყო მშვენიერი,
ცა კაშკაშა, ლილის ფერი.
ჯერ კიდევ არ გაშლილიყო
დღის სიცხე და ქუჩის მტვერი.