შუალედი - დან - მდე
 
 


სემინარიიდან


გასული მინდვრებში სემინარიიდან
სოფლებში, მითხარი, რა ამბებს მიიტან?

მიიტან ზარის ხმებს სემინარიიდან,
ერთს ახალ, მეორეს, ძველი არიიდან.

სალიერს ვარდიდან და იაიიდან
თან მიჰყავს მოცარტი სემინარიიდან.