* * * მე არ ვიცი იმდარი...
მე არ ვიცი იმდარი ელისეის მინდორი,
ჭრელი პეიზაჟები, ცივი, ნასიმინდარი.
შორით: კავკასიონი, ახლო - მძაფრი რიონი.
ზეცა და ორიონი - ღრუბლით დანაბინდარი.
ლურჯები და შავები მიდიოდენ ნავები,
ავტოები - გემები, შუქით ნაქანავები.
მე მქონდა სამდურავი, ნუ გამკიცხავს ნურავინ,
რომ ტალღებში მცურავი ფანტომივით ჩავები.