დეკადის დროშები
ხელოვანნი ვართ და სწორედ ახლა, ცხრაას ჩვიდმეტმა
რომ განაახლა
სამშობლო - გვმართებს კვლავ ვასახელოთ. ამხანაგებო,
დროშები მაღლა!
უდიადესი გრძნობა, სიახლე, ლენინის გულმა აქ დაასახლა -
მრავალზე მრავალს უხმობს მომავალს, ამხანაგებო, დროშები
მაღლა!
ატომი? მაგრამ პასუხიც გახლავთ: ვადიდოთ შრომა,
დავსძლიოთ დაღლა!
კაცობრიობის მშვიდობისათვის - დროშები მაღლა,
მაღლა, სულ მაღლა!
[1958 წლის 16 მარტი]