შუალედი - დან - მდე
 
 


ცეცხლის სახმილი გამოსცდის რკინას


[ციკლიდან „ეპოქა“]

დრო გაგაშორებს შეჩვეულ ბინას.
ყუმბარების ხმა. ტყვიების ქროლა.
ცეცხლის სახმილი გამოსცდის რკინას,
ხოლო კაცის გულს - მედგარი ბრძოლა.

ნუ დაგაღონებს, ნუ შეგაწუხებს,
დროებითია ის მწუხარება,
გადმოადუღებს ოქროებს ქურა,
კაცს კი ბრძოლათა ცეცხლში ტარება.

[1928]