შუალედი - დან - მდე
 
 


განთიადზე კი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

როცა დაღამდა -
გადადაღავდა
ტფილისის არეს
ალების კალა;
ფიქრებით ძველით
სუნთქავდა ველი,
მთაწმინდა იგი
და ნარიყალა.
როცა გათენდა,
გადაადენდა
შუქს ნაძალადევს
მზე შემოდგომის,
გაისმა ვრცელი
ქარხნის გუგუნი
და აიმართა
სასახლე შრომის.
მოიხსენ რიდე!
აწ კიდითკიდე
მშრომელი კლასის
გაისმის წყრომა;
დროშით ჩვენს დროში
ჩვენს სამყაროში
გუგუნებს შრომა
და მხოლოდ შრომა!

[1928]