შუალედი - დან - მდე
 
 


დამკვრელო, დაჰკარი!


ორატორია

მონაწილენი:

(კოლექტიური კითხვით)
მომუშავე - ამხანაგო!
ამხანაგო,
ამხანაგო!
ჩაიჭედე თავში ლურსმნით,
ჩაიჭედე - კამოტებით -
ჩვენ ვიზრდებით! ახლო არის
გამარჯვება - საბანაკო.
ჩვენ ვიზრდებით!

ჩვენ მივდივართ სწრაფი გზებით.
თვითეული მაღაროთი -
თვითეული ფაბრიკითა -
თვითეული ქარხნით -
ჩვენ ვიზრდებით!

[ხელები] ხელი ძლიერია, თვალი მჭევრი -
ფაბრიკები სდებენ ნაძლევს -
მხარე - [ათას] რასაც ქარხნის მილით,
ჰქუხს, ხმას აძლევს.

ხმას აძლევს რკინის, [ხმას აძლევს] ნახშირსა და თუჯს,
ხმას აძლევს მუშის უპოვარ ხანას,
ხმას აძლევს უცხო მტრის დამარცხებას
ხმას ჩვენი ქვეყნის აძლევს მანქანას.

ხმას აძლევს ცემენტს, ნავთს, მინერალებს (руда),
ხმას აძლევს შოსსეს, გზატკეცილს, ტრაკტებს,
ხმას აძლევს სოფლის მეურნეობის
ერთგულ მეგობრებს: კომბაინს, ტრაქტორს (ტრიერს).

ხმას აძლევს შრომის დამკვრელ მსვლელობას,
ხმას აძლევს 4 წელს,  რომ (ხუთ) 5 წლედს დაძლევს,
[მთელი] ქვეყანა ათას ფაბრიკის მილით -
[ჰქუ...] ხმას აძლევს.

(უბრალოდ. სასაუბრო ენით)

ამხანაგო მუშებო.
რა? რა? რა?
რას იტყვით თქვენ, ამხანაგო [მუშებო] მშრომელო,
მარამა სთქვით, გასაგებად, უბრალოდ,
რომ იცოდე, რომ ამ ქარხნის მილებში
ქარს კვამლივით მიაქვს ბევრი ფულები!
და [რომ] ამ მილში რბის 20-დან [30] 40...
და ხანდახან მთლად 50 პროცენტი
და ხანდახან, [პროცენტი] მთელი 50...
პროცენტები საწარმოო გეგმისა?
(ცნობები დანაკლისებზე, იმ კავშირისა და იმ წარმოების, სადაც გამოდის აგიტბრიგადა).

მონაწილენი:


გაგვიგია, რომ აქა-იქ საქმე მოიკოჭლებს მხარში
და ფულებიც საფაბრიკო მილებიდან მიდის ქარში.

თავმჯდომარე:


(გამოდის საზოგად. დარბაზიდან. Зр. з.).

სიტყვას ვითხოვ, ამხანაგო!
კარგი არის ქარხნის მილი,
მარა სთქვით, რა საჭიროა
ორაზროვნათ მოძახილი?
წრეს არ უნდა გადახვიდეთ,
[ხმა არ მისცეთ დემაგოგებს]
[ეს ხომ დემაგოგობაა]
კმარა დემაგოგობა.
ყველაფერი რიგზედაა
ჩვენთან, აბა, როგორა?
ქარხკომისა გამგეცაა,
შრომობს, როგორც წესია.
მე თუ აღარ [ვმუშაობ] მითესია,
მაშ, ვიღას უთესია.
კრება რაა, ორასამდე
კრება ჩაგვიტარებია,
ვინ მოაწყო შეჯიბრება?
მე მოვაწყვე, ვიტყვი ამას!

ხმა:

(საყ. დარბაზიდან ირონიულად)

მერე როგორ მოაწყვე?

გამგე:

როგორ? სულ უბრალოდ! (გამგე იღებს ბარაბანს და ზარას კრებისათვის. ერთი მონაწილეთაგანი, გამომხატველი ცეხის რწმუნებულისა, იღებს  [ორკესტრის ტრუბას] ბუკს, წინ წადგება და ჩასძახებს. მის უკან მებარაბანე. თავმჯდ. მის იქით ორი ცეხის რწმუნებული. ჯგუფი მარშით, ხმაურობით და რახუნით გამოდის).

თავმჯდომარე და სხვ.:

(მარშირობით)

იერიშზე გადასვლისთვის,
ბუკი - ნიშანს გვარებს,
მედგრად დაჰკა ბარაბანსა,
ჩამოკარი ზარებს.

თავმჯდ.:
(ზარს აწკარუნებს)

ამხანაგებო. ჩვენს დამკვრელ [დროში] ხანაში... ტემპების შეუნელებლად... ჩვენ... ესე იგი, ქარხკომი... ესე იგი... მე... გამოვაცხადე დაკვრითი წესით... ყველა ცეხების შეჯიბრება, - დავარქვი რა მათ სახელად - დამკვრელი.
ცეხ. რწმ. I: ეს როგორ, ივან კუზმიჩ!
ცეხ. რწ. II: ხომ ვაცნობოთ უნდა მუშებს.
თავმჯდ.: ვაცნობებთ.
ცეხ. რწ. I: რომ მუშების ვიცნოთ აზრი.
თავმჯდ.: თქვენ ვინ-ღა ხართ?
ცეხ. I: ცეხის რწმუნებულები.
თავმჯდ.: მუშათა წარმომადგენლები?
ცეხ. II: ეს - ასეა, ივან კუზმიჩ... მაგრამ...
თავმჯდ.: კითხვა ამოწურულია, დღევანდელი დღიდან ყველა დამკვრელია.
ცეხ. 2: მადლობა მოგვიხსენებია!
თავმჯდ.: უნდა [მაგალითი] ნიმუში შეგნებისა უჩვენოთ ყველას, ვთქვათ, გაუცდენლად, უნარჩევოდ, სულაც პირიქით (Умиленно), ამხანაგებო, დღეიდან იწყება ბრწყინვალე... (სხვა ტონით) ვინ არის წინააღმდეგი?
- არავინ, - ერთხმად.

თავმჯდ. და სხვ
.:

(მარშირობით)

[და აქედან ნათელია]
რა კი ასეა - ცხადია -
[რაკი დამკვრელი წელია]
თუ დამკვრელია ქურა,
ვიძახოთ: გაუმარჯოს,
ურა, ურა და ურა! (გადიან).

ხომ ნახეთ, ამხანაგებო, ქარხკომი ზოგან რა არის:
შეჯიბრებს ნიშნავს უმასოთ; რაღაცა ჯურის ხმა არის.
გადის თვე, გადის მეორე, საქმეს ძალით თუ შეტენი,
და შეჯიბრების შესახებ - მზად არის ბიულეტენი.

(გამოიკვრება ბიულეტენი, რომელიც შესდგება [ბევრი] მრავალი რგოლებისაგან, კვადრატებისაგან, და სვეტებისაგან - ყოველნაირი ფერის,  სათუოდ მყვირალა ფერის. გამოდიან მუშები, რომლებიც გაკვირვებით შეჩერდებიან ბიულეტენის წინ.

*

კვადრატი. წერტი, ციფრი.
ბურთი. წერტი. წელი. შიფრი.
დამკვრელო, დაჰკარი.

[1930-იანი წლები]