წოწონავა დათიკო- გალაკტიონს
ამხ. გალაკტიონ!
გთხოვთ, გაგვიმარტოთ ასეთი საკითხი:
ჟურნალ „ჩვენს თაობა“-ში, 1938 წლის დეკემბრის თვის გამოცემაში ნახსენებია, რომ გ. ტაბიძემ აღადგინა რომანტიკულ-სიმბოლისტური პოეტური ხმა, ნიკოლოზ ბარათაშვილისებური.
მართალია, მაგრამ კერძოდ XX საუკუნის ქართველ მწერლების ლიტერატურასა და XIX საუკუნის ქართველ მწერლების ლიტერატურას შორის, არის თუ არა, როგორც ფორმით, ისე შინაარსით განსხვავება?
მოსწავლე–დათიკოწოწონავა
ჩვენი მისამართი: ა.ა.ს.ს.რ. ოჩამჩირის რაიონი, ახ. კინდღის სრულ-საშუალო სკოლის VII კლასის მოსწავლე დათიკო წოწონავა
9. V. 41 წ., ახ. კინდღი