ქართველიშვილი ელენე - გალაკტიონს - 1
ჩემოძვირფასოგალაქტიონ, გიგზავნი შინამოსამსახურე ქალს, რომლის იმედი მაქვს, რომ მოგივლის ისე, როგორც საჭიროა. აუცილებლად აიყვანე. მოვალ ხშირად და შევეცდები, რამდენადაც შემეძლება, ყურადღება მივაქციო შენს კეთილდღეობას. ეხლავე დასტოვე სახლში. ნუ გექნება ნურაფრის შიში. პატიოსანი ქალია. უთხარი რიგზე მოიყვანოს ბინა და მეც შემატყობინე, რომ ჩამოვიდე და ვნახო, როგორ გააკეთებს საქმეს. ვიცნობ კარგად. ჩემთან მსახურობდა დიდხანს. აბა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, იყავი კარგად. ნუ დამივიწყებ და მალე გვნახე. მოგვენატრე ისე, როგორც სულიერი სიმშვიდე.
შენი ელიკო ქართველიშვილი
18. V. 37