ორაგველიძე კარლო - გალაკტიონს
დიდათ პატივცემულო ამხ. გალაქტიონ!
უნივერსიტეტს განზრახული აქვს სტუდენტობისა და პროფესურისათვის თქვენი საღამოს მოწყობა ამ ერთი დეკადის განმავლობაში.
ვაგზავნი ამ საკითხზე თქვენთან მოსალაპარაკებლად ამხ. ფაჩულიას და გთხოვთ, მისცეთ მას თქვენი თანხმობა და სათანადო რჩევა-დარიგება.
ამხ. სალ. კ. ორაგველიძე
8. X. 36