ჟღენტი ბესარიონ - გალაკტიონს
ამხ. გალაქტიონ!
24 სექტემბერს, საღ. 9-ზე ბაღ „არტოში“ (პლეხანოვის პრ.) ვმართავთ ქართული პოეზიის საღამოს, რომელზედაც თქვენი გამოსვლა სასურველია და აუცილებელი. აფიშებში გამოცხადებული ხართ. ჰონორარს გამოსვლაში მიიღებთ 200 მანეთის რაოდენობით.
იმედი მაქვს, მოხვალთ და წაიკითხავთ ლექსს.
პატივისცემით და სალამით ბესო ჟღენტი
23. IX. 34