შუალედი - დან - მდე
 
 


ვანოს


პატივცემულო ვანო!

მე კოჯორში ვამთავრებ მკურნალობას ამ თვის დამლევს. პირველი ივლისიდან თქვენს განკარგულებაში ვარ:
მე გთხოვთ, მომცეთ ისეთი ოთახი, რომელშიდაც შესაძლებელი იქნება მოვთავსდეთ მე და ჩემი ოჯახობა.
სანატორიუმში, სხვებთან, ძნელი იქნება ჩემი დასვენება, ვინაიდან დაჩვეული არა ვარ – სანამდე შევეჩვეოდე, დრო გაივლის.
აქ, კოჯორში, პროფესორმა გოცირიძემ შესანიშნავად მოგვაწყო: მოგვცა ცალკე ოთახი – სავსებით დამოუკიდებელი, ორი შესანიშნავი აივნით, საიდანაც მშვენიერი ხედებია. მოაწყო ისე, რომ არავინ არ გვაწუხებს. საუზმე, სადილი, ვახშამი, ყველაფერი სახლში მოაქვთ. ამიდები უკანასკნელ ხანებში მშვენიერი დადგა. ყოველივე ამან დადებითად იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე: ყოველგვარმა ავადმყოფობამ გაიარა, თავს დიდებულად ვგრძნობ.
მინდა ისეთი ოთახი, ამგვარადვე რომ მოვეწყობოდე...

[მაისი-ივნისი, 1947]